
ავტორი:
პ. ი. მალკოვი
თემა: ეკლესია
ბერძნული სიტყვა εκκλησία ("კრებული", "კრება") მორწმუნე ადამიანების კრებულს, ერთობას აღნიშნავს, მაგრამ ვერც ასეთი განსაზღვრება ჩაითვლება ამომწურავად. მაგალითად, პროტესტანტები მორწმუნე ადამიანები არიან, მაგრამ მათ კრებულს ეკლესიას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ჩვენ ვერ ვუწოდებთ. ეკლესია არის მხოლოდ იქ, სადაც მოქმედებს იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლი, სადაც არ არის დარღვეული სამოციქულო მემკვიდრეობითი ხაზი და დაცულია სჯულმოძღვრების სიწმიდე. ესე იგი, ეკლესია არა უბრალოდ, "ინტერესთა გამო" თავშეყრა ან მორწმუნეთა გაერთიანებაა, არამედ, პირველ ყოვლისა, ეს არის ერთობა მათი, ვის შორისაც ჭეშმარიტად არის ქრისტე - მათი თავი. ეს არის ქრისტიანთა შეკრება მათ შორის უხილავად მყოფ ქრისტესთან ერთად. ეს არის არამხოლოდ თავშეყრა, არამედ ჩვენი "საერთო საქმე" უფალთან.