წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

მოყვასის სიყვარული და ნებისმიერი სხვა სათნოება უფლის სიყვარულიდან მომდინარეობს. ნებისმიერი სათნოება,

მოყვასის სიყვარული და ნებისმიერი სხვა სათნოება უფლის სიყვარულიდან მომდინარეობს. ნებისმიერი სათნოება, რომელსაც საფუძველში სიყვარული არ აქვს, სიძულვილზეა დაფუძნებული. სიყვარული პირველი სათნოებაა, რადგან იგი ყველა დანარჩენისაგან განსხვავებით ადამიანს თავისუფლებას ანიჭებს; ასევე, იმიტომ რომ, თუ ადამიანს სურს, შეუძლია დაუსრულებლად სრულ იქმნას მასში. იგი პირველია იმიტომ, რომ გვევლინება "უმაღლეს სიღრმედ", რომლის მიღწევაც კი შეუძლია ადამიანს. დაბოლოს, იგი პირველია იმიტომ, რომ არასდროს ექნება დასასრული, იგი მარადიულია; ამიტომ ბრძანა ასე პავლე მოციქულმა: "აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაი, სასოებაი, და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროის ამათსა სიყუარული არს" (კორ. 13,13).
თემატური კითხვები
0