წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ,

ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ. 3, 5). ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთში ჩადიან ძლიერნი, დიდებულნი, განდიდებულნი, მდიდარნი და სხვანი, მათივე მსგავსნი: "მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება" (ის. 5, 15). იცოდე, ძმაო, რომ ამპარტავნება – დროშა და საყვირია სატანისა. მთიები ამპარტავნებისა ყოველთა შეუნანებელთა მეფეა. ის ყველა ცოდვილის წინამძღოლია, ამპარტავნება კი მისი მთავარი თვისება – უდიდესი დაბრკოლება ცხონებისაკენ მიმავალ ჩვენს გზაზე.
თემატური კითხვები
0