
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო:
რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის [გვ. 70]
უფალი იშვა გამოქვაბულში და მიაწვინეს პირუტყვის ბაგაზე იმისათვის, რომ ჩვენთვის ესწავლებინა, რომ
უფალი იშვა გამოქვაბულში და მიაწვინეს პირუტყვის ბაგაზე იმისათვის, რომ ჩვენთვის ესწავლებინა, რომ წარმავალმა სიკეთეებმა არ გაგვიტაცოს. უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლეთ სიმდაბლეში. უფალი დადიოდა იერუსალიმის ქუჩებში, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა ზეცისკენ მავალი გზა. უფალი ევნო ჯვარზე, რათა გაენადგურებინა ცოდვა. და ეს ყოველივე სრულებით არ აღელვებს ქრისტიანთა სინდისს და თრთოლვას არ იწვევს მათ გულში.