ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
ბედნიერება
ბედნირება, რომელსაც ადამიანი ეძიებს, დანაშაულით და სხვისი უბედურებით არ მოიპოვება, მხოლოდ მას
ბედნირება, რომელსაც ადამიანი ეძიებს, დანაშაულით და სხვისი უბედურებით არ მოიპოვება, მხოლოდ მას შეუძლია იმედი იქონიოს ბედნიერებაზე, ვისაც სხვისთვის იმდენი სიკეთე სურს, რამდენსაც მის თავს უსურვებს: "ყოველი რაოდენი გინდეს თქვენ, რათა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქვენ ყავთ მათდა მიმართ; რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყველნი, იტყვის უფალი" (მათ. 7.12).
ქრისტეანო, იხელმძღვანელე ამ წესით შენი სიცოცხლის ყოველ შემთხვევაში და გარემოებაში, და შენ მიაღწევ ბედნიერებას ქვეყანაზე და ნეტარებას ზეცად. შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი; მრავალმომთმენი და შემწყნარებელი ექმენ მის უძლურებას; ნუ შეგშურდება, თუ ღმერთმა სხვას უფრო მეტი მოწყალება მისცა, ვიდრე შენ; მაგრამ თვითაც ნუ განდიდდები და გაამაყდები სხვების წინაშე, თუ მრავალმოწყალე ღმერთმა შენ სხვებზე მაღლა დაგაყენა. ნურავის ნუ შეურაცხყოფ; ყველასთან მშვიდი და თავმდაბალი იყავ და ა.შ.
ამგვარად, "შევიყვაროთ ურთიერთი, არა სიტყვით, არა ენით, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით" (იოან. 3, 12.16) შევიყვაროთ მოყვასი ჩვენი, როგორც თავი თვისი; და სიყვარული გვიჩვენებს ჩვენ სრულქმნილების გზას და მიგვიყვანს ნეტარებამდის.

|