
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო:
რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის [გვ. 28]
იფიქრე იმაზე, რა მძიმე შრომა გასწია ჩვენმა მაცხოვარმა იმისათვის, რომ ჩვენთვის ჭეშმარიტება
იფიქრე იმაზე, რა მძიმე შრომა გასწია ჩვენმა მაცხოვარმა იმისათვის, რომ ჩვენთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა. ყოველი ცოცხალი არსების შესაქმნელად მისთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა: "მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს" (ფს. 148, 5), მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენთვის თავისი ნება ესწავლებინა და თავისი სიბრძნის საგანძური გაეხსნა, იგი განერიდა დიდებას და მონის სახე მიიღო, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (ფილ. 2, 7). მან ცოდვილი ადამიანის სახე მიიღო, "მსგავსად კაცისა იქმნა" და გადაიტანა ყველა ის მწუხარება, რომელსაც ყოველთვის განიცდიდნენ ღვთაებრივი სიტყვის მასწავლებელნი და მქადაგებელნი.