
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: სახარების კითხვა, სახარება
ევედრე უფალს, შემუსვრილი გულით, რომ თვალი აგიხილოს იმ დიდი სასწაულების დასანახად, რომლებიც მის სჯულში ან სახარებაშია დამარხული. და როგორც კი ადამიანს თვალი აეხილება, მაშინვე იგრძნობს სულის სასწაულებრივ განკურნებას ცოდვისაგან, რასაც ქრისტე აღასრულებს. ხორციელ სალმობათა კურნება მხოლოდ სულის კურნების დასტური იყო, რომელიც ხორციელ ადამიანებს, გრძნობადით დაბრმავებულ გონებას სჭირდებოდა.