თემა: ბიბლია

ამგვარად, თუ V საუკუნის პირველ ნახევარში არა, ყოველ შემთხვევაში - მეორე ნახევარში მაინც საქართველოში

ამგვარად, თუ V საუკუნის პირველ ნახევარში არა, ყოველ შემთხვევაში - მეორე ნახევარში მაინც საქართველოში უკვე არსებობდა მშობლიურ ენაზე საღმრთო წერილის თარგმანი და აუცილებელი საღვთისმსახურო ლიტერატურა (შდრ. კორიუნის ცნობა). ამასთანავე, ქართულ ენაზე უნდა გაჩენილიყო რელიგიურ-ზნეობრივი ხასიათის თხზულებანი, როგორიცაა: წმინდანთა ცხოვრებანი, სწავლანი და სხვა. ეჭვის გარეშეა, რომ ისინი საქართველოში საკმაოდ ადრე აღმოცენდნენ. თავისთავად ცხადია, წმინდანთა ცხოვრებებიდან ყველაზე ადრე უნდა გაჩენილიყო სწორედ ისეთები, რომლებშიც მოთხრობილი იქნებოდა თვით საქართველოსთან ახლო დამოკიდებულებაში მყოფი წმინდანების ცხოვრება და მოღვაწეობა. და მართლაც, წმ. ნინოს ცხოვრების ავტორი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველებმა მოისურვეს, ჰქონოდათ "ცხოვბრება" თავიანთი განმანათლებლისა თვით მის წმინდა ბაგეთაგან მოსმენილი. ამ მიზნით წმინდანის სასიკვდილო სარეცელის გარშემო მყოფთა აიღეს კალამი და ჩაიწერეს ყოველივე - წმინდანის მიერ მონათხრობი.
 
თემატური კითხვები
3