ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
თუ ყველა ორიგინალურ, ქართული ეკლესიის წმინდანთა "ცხოვრებებს" ჩვენ მივუმატებთ კიდევ მსოფლიოს ეკლესიის წმინდანთა რამოდენიმე "ცხოვრებას", გადმოთარგმნილს ბერძნულიდან, მაშინ ნათელი გახდება, რომ ქართული ეკლესია არ ყოფილა ღარიბი ზნეობრივ...
იხილეთ სრულად
თუ ყველა ორიგინალურ, ქართული ეკლესიის წმინდანთა "ცხოვრებებს" ჩვენ მივუმატებთ კიდევ მსოფლიოს ეკლესიის წმინდანთა რამოდენიმე "ცხოვრებას", გადმოთარგმნილს ბერძნულიდან, მაშინ ნათელი გახდება, რომ ქართული ეკლესია არ ყოფილა ღარიბი ზნეობრივ-დამრიგებლობითი თხზულებების აღმწერლობითი დარგის მიხედვით. მაგრამ იყო თუ არა ამ დროს საქართველოში კიდევ სხვაგვარი თხზულებანი - ისეთივე აღმზრდელობითი და დამრიგებლური, როგორც წმინდანთა ცხოვრებანი (რომელთა მიხედვითაც ქრისტია...
link
ამგვარად, თუ V საუკუნის პირველ ნახევარში არა, ყოველ შემთხვევაში - მეორე ნახევარში მაინც საქართველოში უკვე არსებობდა მშობლიურ ენაზე საღმრთო წერილის თარგმანი და აუცილებელი საღვთისმსახურო ლიტერატურა (შდრ. კორიუნის ცნობა). ამასთანავე,...
იხილეთ სრულად
ამგვარად, თუ V საუკუნის პირველ ნახევარში არა, ყოველ შემთხვევაში - მეორე ნახევარში მაინც საქართველოში უკვე არსებობდა მშობლიურ ენაზე საღმრთო წერილის თარგმანი და აუცილებელი საღვთისმსახურო ლიტერატურა (შდრ. კორიუნის ცნობა). ამასთანავე, ქართულ ენაზე უნდა გაჩენილიყო რელიგიურ-ზნეობრივი ხასიათის თხზულებანი, როგორიცაა: წმინდანთა ცხოვრებანი, სწავლანი და სხვა. ეჭვის გარეშეა, რომ ისინი საქართველოში საკმაოდ ადრე აღმოცენდნენ. თავისთავად ცხადია, წმინდანთა ცხოვრ...
link
ქართველები წერის ხელოვნებას იცნობდნენ ფარნავაზ მეფეზე ადრე, რომლის ღვაწლი სამშობლოს წინაშე მდგომარეობს არა ანბანის "გამოგონებაში", არამედ "ქართული მწიგნობრობის შექმნაში" ანუ ერის განათლების საკითხის სწორ გზაზე დაყენებაში. მაგალითა...
იხილეთ სრულად
ქართველები წერის ხელოვნებას იცნობდნენ ფარნავაზ მეფეზე ადრე, რომლის ღვაწლი სამშობლოს წინაშე მდგომარეობს არა ანბანის "გამოგონებაში", არამედ "ქართული მწიგნობრობის შექმნაში" ანუ ერის განათლების საკითხის სწორ გზაზე დაყენებაში. მაგალითად - სკოლებისა. ამავე აზრს ბადებს ისიც, რომ მემატიანეს სიტყვით, მეფე ფარნავაზმა "განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა". რომ სწორედ ასეა საჭირო "ქართლის ცხოვრებიდან" მოყვანილი ა...
link
ძველ ბერძენ და რომაელ მწერალთა ცნობები საქართველოსსა და მის მაცხოვრებელთა შესახებ. ამ მწერალთა მოწმობით კავკასიის მკვიდრნი და უმთავრესად ქართველი ტომები შედუღაბებულნი იყვნენ სახელმწიფო ორგანიზმში მყარი შინაგანი წყობით და, რაც მთავ...
იხილეთ სრულად
ძველ ბერძენ და რომაელ მწერალთა ცნობები საქართველოსსა და მის მაცხოვრებელთა შესახებ. ამ მწერალთა მოწმობით კავკასიის მკვიდრნი და უმთავრესად ქართველი ტომები შედუღაბებულნი იყვნენ სახელმწიფო ორგანიზმში მყარი შინაგანი წყობით და, რაც მთავარია, ამყარებდნენ ხან პოლიტიკურ, ხან სავაჭრო, ხანაც სხვა ხასიათის ურთიერთობებს უძველესი სამყაროს ცნობილ ერებთან: ეგვიპტელებთან, ასურელ-ბაბილონელებთან, ფინიკიელებთან, ასირიელებთან, სპარსელებთან და ა.შ. მათ შეეძლოთ სელის ქ...
link
გელათის სახარება გვაძლევს ცოდნას იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ წმინდა გიორგი მთაწმიდლამდე არსებობდა სახარების ქართული თარგმანები და რომ ეს თარგმანები წმ. გიორგის დროს უკვე ძველად ითვლებოდა. მაინც, რამ აიძულა ამ შემთხვევაში წმინდანი ...
იხილეთ სრულად
გელათის სახარება გვაძლევს ცოდნას იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ წმინდა გიორგი მთაწმიდლამდე არსებობდა სახარების ქართული თარგმანები და რომ ეს თარგმანები წმ. გიორგის დროს უკვე ძველად ითვლებოდა. მაინც, რამ აიძულა ამ შემთხვევაში წმინდანი ხელახლა ეთარგმნა სახარება, რომელ ძველ თარგმანებზე ამბობს იგი და ვის ეკუთვნოდა ისინი? პასუხს ამ კითხვაზე ჩვენ ვპოულობთ იმავე წმ. გიორგის ცხოვრებაში, რომელიც მისმა მოწაფემ აღწერა. "ცხოვრების" მიხედვით, წმინდანმა კალამი აიღ...
link
საქართველოში არსებობდა სასწავლებლები, მაგრამ რას ასწავლიდნენ ამ სასწავლებლებში და რას ამკვიდრებდნენ იქ? რომ ეს სასწავლებლები არ წარმოადგენდა უმაღლეს სასწავლო დაწასებულებებს, ნათელია იქიდანაც, რომ იქ სწავლობდნენ ყმაწვილები, ხოლო აქ...
იხილეთ სრულად
საქართველოში არსებობდა სასწავლებლები, მაგრამ რას ასწავლიდნენ ამ სასწავლებლებში და რას ამკვიდრებდნენ იქ? რომ ეს სასწავლებლები არ წარმოადგენდა უმაღლეს სასწავლო დაწასებულებებს, ნათელია იქიდანაც, რომ იქ სწავლობდნენ ყმაწვილები, ხოლო აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა უნდა შეესწავლათ მათ ამ სკოლებში... მეცნიერებათა მთელი წრე, რომელსაც ეს ყმაწვილები გადიოდნენ, უნდა ყოფილიყო შემოფარგლული კითხვითა და წერით მშობლიურ და ბერძნულ ენებზე, რამოდენი...
link
სწავლანი არ იწერებოდა მხოლოდ მაღალ იერარქთა მიერ. ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომ წმ. შიო, ერთი ათცამეტ ასურელ მამათაგანი, წერდა სწავლებებს, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ბერებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მათ უთუოდ ...
იხილეთ სრულად
სწავლანი არ იწერებოდა მხოლოდ მაღალ იერარქთა მიერ. ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომ წმ. შიო, ერთი ათცამეტ ასურელ მამათაგანი, წერდა სწავლებებს, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ბერებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მათ უთუოდ ხალხიც კითხულობდა. "წმ. შიოს ცხპვრების" ავტორი შემდეგს მოგვითხრობს: როდესაც წმინდანმა დააპირა მის მიერ დაარსებულ მონასტერსა და ძმობასთან განშორება და განაცხადა თავისი გადაწყვეტილება, დანაღვლიანებულმა ბერებმა შესთხოვეს წმ...
link