თემა:
განათლება
საქართველოში არსებობდა სასწავლებლები, მაგრამ რას ასწავლიდნენ ამ სასწავლებლებში და რას ამკვიდრებდნენ
საქართველოში არსებობდა სასწავლებლები, მაგრამ რას ასწავლიდნენ ამ სასწავლებლებში და რას ამკვიდრებდნენ იქ? რომ ეს სასწავლებლები არ წარმოადგენდა უმაღლეს სასწავლო დაწასებულებებს, ნათელია იქიდანაც, რომ იქ სწავლობდნენ ყმაწვილები, ხოლო აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა უნდა შეესწავლათ მათ ამ სკოლებში... მეცნიერებათა მთელი წრე, რომელსაც ეს ყმაწვილები გადიოდნენ, უნდა ყოფილიყო შემოფარგლული კითხვითა და წერით მშობლიურ და ბერძნულ ენებზე, რამოდენიმე ლოცვის ზეპირად ცოდნით და მეტად თუ ნაკლებად ახლოს გაცნობით ძველი და ახალი აღთქმის წმ. ისტორიისა. ბავშვების ნაწილს, რომელთაც განათლება მიიღეს ძველი საქართველოს ამ სასწავლებლებში, შეეძლოთ დარჩენა ეკლესიებთან და ევარჯიშათ კითხვასა და გალობაში (რასაკვირველია, ბერძნულ ენაზე), რათა მომზადებულიყვნენ მომავალი სამღვდელო მოღვაწეობისათვის. ხოლო სხვანი, რომელნიც დამთავრებისთანავე მღვდლის ხარისხით შეიმოსებოდნენ, კმაყოფილდებოდნენ ცოდნის იმ დონით, რომელიც ამ სასწავლებლებში შეიძინეს.
რაც შეეხება საკითხს: ვინ განაგებდა ამ სკოლებს, ამაზე პასუხი შეიძლება ყოველივე ზემოთქმულიდან გამოვიყვანოთ: ბერძნულ-რომაულ იმპერიაში სკოლები იმყოფებოდა მღვდელთმთავართა და მათ მსახურთა გამგებლობის ქვეშ. აქედან გამომდინარე - იგივეს ჰქონდა ადგილი საქართველოშიც, გარდა ამისა, ჩვენ ხელთ გავქვს ქართლის ცხოვრების მოწმობა, რომელიც გვამცნობს, რომ მეფე ვახტანგ გორგასლის სჯულისმოძღვარი ყოფილა ეპისკოპოსი მიქაელი. ცხადია, რომ ახალგაზრდობის აღზრდა სამღვდელოებაზე იყო დაფუძნებული, რომელიც, თავისი წოდების გამო, ვალდებული იყო დაემოძღვრა და გაენათლებინა ხალხი. რამდენი იყო სასწავლებელი და, კერძოდ, რომელ ადგილებში იქნა ისინი დაარსებული, ჩვენთვის სრულიად უცნობია, თუმცა კი შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასეთ სასწავლებლებს ცოტას მოითვლიდნენ და განალაგებდნენ საეპისკოპოსო კათედრებთან. შემდგომში მათი რიცხვი თანდათანობით გაიზარდა იმდენად, რომ მეფე ბაკურმა სამეფოს უკვე ყველა კუთხიდან და ყველა პროვინციიდან უხმო ყმაწვილებს ახლადდაარსებულ სკოლებში სასწავლებლად.

|