თემა:
განათლება
სწავლანი არ იწერებოდა მხოლოდ მაღალ იერარქთა მიერ. ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომ წმ.
სწავლანი არ იწერებოდა მხოლოდ მაღალ იერარქთა მიერ. ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომ წმ. შიო, ერთი ათცამეტ ასურელ მამათაგანი, წერდა სწავლებებს, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ბერებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მათ უთუოდ ხალხიც კითხულობდა. "წმ. შიოს ცხპვრების" ავტორი შემდეგს მოგვითხრობს: როდესაც წმინდანმა დააპირა მის მიერ დაარსებულ მონასტერსა და ძმობასთან განშორება და განაცხადა თავისი გადაწყვეტილება, დანაღვლიანებულმა ბერებმა შესთხოვეს წმინდანს, დაეწერა მათთვის სწავლანი, რომელთაც ისინი, ბერები, წაიკითხავდნენ საკვირაოდ და რომლებიც შეცვლიდნენ მათი საყვარელი მოძვრისა და ხელმძვანელის ცოცხალ საუბარს. რადგან არ გააჩნდა არაფერი საწინააღმდეგო ძმობის ამ სურვილისა, წმ. შიომ დაწერა და გადასცა მათ 160 თავისი "სწავლა", "რომლითა განისწავლებოდეს ყოველნი იგი კრებულნი მარადის და ირწყვებოდეს, ვითარცა ნერგნი ღუთივსულიერნი წყაროთა სამოთხისა და აღორძინდებოდეს ნაყოფითა კეთითა საქმეთათა".
ამრიგად, საქართველოში საღმრთო წერილის, საეკლესიო-საღვთისმსახურო წიგნების, წმინდანთა ცხოვრებების და სწავლებათა არსებობა ეჭვს გარეშეა. მაგრამ არსებობდა თუ არა სხვაგვარი თხზულებანი ქრისტიანულ-საღვთისმეტყველო აზრისა - ჩვენ არ ვიციტ. ამიტომ, ვინაიდან არ გვსურს დავიბნეთ ვარაუდებსა და მოსაზრებეში სხვა თხზულებათა არსებობის შესაძლებლობის შესახებ, ჩვენ შევუდგებით შემდეგი საკითხის გადაწყვეტას: რა საშუალებები არსებობდა საქართველოში განათლების მისაღებად და რა საგანმანათლებლო მისია ეკისრა ქართულ სამღვდელოებას?
როგორც ცნობილია, ბერძნულ-რომაულ იმპერიაში იმ დროს, რომელიც ჩვენი მსჯელობის საგანს წარმოადგენს, თითქმის ყოველ სამღვდელთავრო კათედრასთან არსებობდა სასწავლებელი, რომლიდანაც გამოდიოდნენ ეკლესიის მომავალი მსახურნი. ამ დაწესებულებათა შორის განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო სასწავლებლები, არსებული მთავარ, ანუ საპატრიარქო კათედრებთან. და, სხვათა შორის, - ანტიოქიური, რომლის კედლებშიც, ალბათ, იღებდნენ განათლებას ქართული ეკლესიის პირველი იერარქები. ამიტომ არაფერი გვიშლის ხელს ვიფიქროთ, რომ მსგავსი სასწავლებლები იყო დაარსებული ქართულ მთავარეპისკოპოსთა მიერ თავიანთ კათედრებთანაც. სხვაგვარად ძნელია გადაწყვეტა საკითხისა: საიდან უნდა წამოეყვანათ საქართველოსთვის ქვედა იერარქიის წავრები, ხომ არ შეეძლოთ ყველა ჯერზე წამოეყვანათ ისინი საბერძნეთიდან, როგორც ეს იყო მარიანის დროს?! ჩათვლა იმისა, რომ ქართველი ყმაწვილები განათლების მისაღებად საბერძნეთში იგზავნებოდნენ, მცირედ სარწმუნოა იმდენად, რამდენადაც ამგვარი პროცესი უფრო ძნელად წარმოსადგენია და შეუძლებელია, ვიდრე საკუთარი სკოლის შემოღება: როგორ უნდა განესწავლათ გართველი მოსწავლეები ანტიოქიაში ან რომელიმე სხვა ქალაქში ბერძენ მასწავლებლებს, როდესაც მათ სრულიად არ ესმოდათ ერთმანეთს?! ამგვარად, საქართველოში მთავარეპისკიპოსის ტახტთან სასწავლებლის არსებობა გამომდინარეობს თვით საქმის ვითარებიდან.

|