ძველ ბერძენ და რომაელ მწერალთა ცნობები საქართველოსსა და მის მაცხოვრებელთა შესახებ. ამ მწერალთა

ძველ ბერძენ და რომაელ მწერალთა ცნობები საქართველოსსა და მის მაცხოვრებელთა შესახებ. ამ მწერალთა მოწმობით კავკასიის მკვიდრნი და უმთავრესად ქართველი ტომები შედუღაბებულნი იყვნენ სახელმწიფო ორგანიზმში მყარი შინაგანი წყობით და, რაც მთავარია, ამყარებდნენ ხან პოლიტიკურ, ხან სავაჭრო, ხანაც სხვა ხასიათის ურთიერთობებს უძველესი სამყაროს ცნობილ ერებთან: ეგვიპტელებთან, ასურელ-ბაბილონელებთან, ფინიკიელებთან, ასირიელებთან, სპარსელებთან და ა.შ. მათ შეეძლოთ სელის ქსოვილის დამზადება ისე, ეგვიპტელებსაც არ ჩამოუვარდებოდნენ; ხოლო ხალიბთა ლითონის ნაკეთობანი აღემატებოდნენ კიდევ ყოველივე იმას, რაც ამ სფეროში გაეგებოდათ ძველ ბერძნებს; აგებდნენ მრავალ ციხეს, ცხოვრობდნენ კრამიტითდახურულ ქვის სახლებში; ფართოდ უღებდნენ თავიანთი სახლის კარს მოგზაურთ; ეხმარებოდნენ ზღვაში შეჭირვებულ უცხოელებს როგორც ფულით, ისე საკვებით; კარგი შემფასებლები იყვნენ ძვირფასი ქსოვილებისა და კეთილშობილი ქვებისა: ფუფუნების ეს საგნები ევროპამ მათი საშუალებით გაიცნო; გზებზე აღმართავდნენ ქვის ფილებს, რომლებიც მოგზაურს გზის სიგრძესა და მიმართულებას უჩვენებდნენ.
 
3