თემა:
საქართველო
ქართველები წერის ხელოვნებას იცნობდნენ ფარნავაზ მეფეზე ადრე, რომლის ღვაწლი სამშობლოს წინაშე
ქართველები წერის ხელოვნებას იცნობდნენ ფარნავაზ მეფეზე ადრე, რომლის ღვაწლი სამშობლოს წინაშე მდგომარეობს არა ანბანის "გამოგონებაში", არამედ "ქართული მწიგნობრობის შექმნაში" ანუ ერის განათლების საკითხის სწორ გზაზე დაყენებაში. მაგალითად - სკოლებისა. ამავე აზრს ბადებს ისიც, რომ მემატიანეს სიტყვით, მეფე ფარნავაზმა "განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა". რომ სწორედ ასეა საჭირო "ქართლის ცხოვრებიდან" მოყვანილი ადგილის გაგება, თუნდაც ის, რომ ფარნავაზი არ არის ქართული ანბანის გამომგონებელი, ჩნას მეფისწულ თეიმურაზის სიტყვებიდან. იზიარებდა რა საქართველოში გავრცელებულ გადმოცემას მეფე ფარნავაზის მიერ ქართული მხედრული ანბანის გამოგონების შესახებ, მეფისწულმა მკვლევარმა შემოგვინახა ძვირფასი ცნობა: "ზოგიერთი ისტორიკოსის რწმუნებით ხუცური (საეკლესიო დამწერლობა) არსებობდა ფარნავაზამდე". ამგვარად, ნათელია: "საქართველოს ზოგიერთი ისტორიკოსი" არ ყოფილა იმდენად გულუბრყვილო, რომ ერთი პირისათვის მიეწერა ის, რაც იქმნება, ჩვეულებრივ, საუკუნეებისა და მთელი რიგი თაობების მანძილზე.
|