
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
წყარო:
კრებული [გვ. 8]
საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადები - ძილი ხომ ყოველი დღისათვის იგივეა, რაც სიკვდილი - გადახედე შენს
საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადები - ძილი ხომ ყოველი დღისათვის იგივეა, რაც სიკვდილი - გადახედე შენს საქმეებს, განვლილი დღის მანძილზე. მისთვის, ვინც ფხიზლად დარაჯობს საკუთარ სულს, ასეთი განხილვა ძნელი არ იქნება, რადგან ყურადღების მეშვეობით ქრება დავიწყება, ესოდენ ჩვეულებრივი რამ გაფანტული ადამიანისთვის. ამგვარად, გაიხსენე ყველა ცოდვა, რაც ჩაიდინე სიტყვით, საქმით თუ გულისხმისყოფით, და შეინანე ისინი ღმერთის წინაშე - იმ პირობით, რომ ეცდები გამოსწორდე. შემდეგ პირადი ლოცვის კანონი შეასრულე და ღმერთზე ფიქრით დაამთავრე დღე, რომელიც ასევე დაიწყე.