image

თემა: ძილი,  აღდგომა

სად მიდის მძინარე კაცის ყველა აზრი და გრძნობა? რა იდუმალი მდგომარეობაა ძილი, რომლის დროსაც ხორცი და სული ცოცხლობს და თან არ ცოცხლობს, თითქოს მკვდარია? ძილი ისეთივე გაუგებარი რამ არის, როგორიც სიკვდილი. ამ დროს სული ისვენებს, ივიწყებს უმძიმეს ამქვეყნიურ საფიქრალს და საწუხარს - თავისი საუკუნო განსვენების ხატად. ხოლო ხორცი? თუკი იგი ძილისაგან იღვიძებს, მაშ უსათუოდ აღსდგება მკვდრეთითაც.
თემატური კითხვები