
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
წყარო:
კრებული [გვ. 60]
ჩვენი სუსტი ძალების შესაბამისად მივემსგავსოთ უფლის დიდ სიყვარულს ჩვენდამი, რამდენადაც ეს ძალუძს მისი
ჩვენი სუსტი ძალების შესაბამისად მივემსგავსოთ უფლის დიდ სიყვარულს ჩვენდამი, რამდენადაც ეს ძალუძს მისი ხელით შექმნილ, დაცემულ ადამიანს: შევინანოთ! შევინანოთ არა მარტო სიტყვით, არა მარტო ხანმოკლე, უმნიშვნელო ცრემლით, არა მარტო გარეგნული მონაწილეობით საეკლესიო ღმრთის მსახურებაში და საეკლესიო წესების შესრულებით, რასაც ფარისევლები სჯერდებოდნენ, არამედ ცრემლსა და გარეგნულ ღმრთისმოსაობასთან ერთად ვყოთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა: ცოდვილი ცხოვრება დავუტეოთ და სახარების მცნებებს მივდიოთ.