image

თემა: ამპარტავნება

ამა სოფლის სიბრძნის მთავარი და არსებითი ნიშანია ამპარტავნება, ეს კი თავისთავად ყველა ცოდვისა და ნაკლოვანების კარია. ამპარტავანმა არ იცის, რა არის ღმრთის თაყვანისცემა, შიში ღმრთისა, საღმრთო და სამოქალაქო კანონების დაცვა, მოყვასის, მისი მოთხოვნილებების, მისი კეთილდღეობის, თვით სიცოცხლის პატივისცემა; მისთვის უცხოა საკუთარი თავის შეცნობა, უცხოა სათნოება, იგია მტერი და მოძულე ყოველი კაცისა და საკუთარი თავისაც. ასეთი ადამიანი მზად არის ყოველგვარი უსჯულოების ჩასადენად, თითქოს რაღაც განსაკუთრებული უფლება ჰქონდეს ამისა. ამპარტავანი არის კაცი გაქვავებული გულითა და დემონური გონებით.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები