ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: განსჯა, ცილისწამება
რამდენი ადამიანი აჰყოლია ამაო ხმებსა და ცილისწამებას! მრავალ უკეთილშობილეს, უჭკვიანეს კაცსაც კი ამ მიზეზით უდიდესი ბოროტმოქმედებები ჩაუდენია, რის გამოც ავის მოსურნისა და უკეთურის იარაღად ქცეულა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ მათ დაივიწყეს ყოველი სათნოების საფუძვლის – ღმრთის სათნო განსჯის არსებობა, განსჯის დავიწყებას კი თავისთავად მოსდევს განუსჯელი მოქმედება.