
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: სულის უგძნობელობა
უგრძნობელობას ჩვენს სულში ღმერთის მიმართ მტრულად განწყობილი ორი ძალა – ეს სოფელი და დაცემული ანგელოზები ნერგავენ ჩვენივე თავისუფალი ნების თანხმობით. უგრძნობელობა ფეხს იდგამს და ძლიერდება ამა სოფლის კანონების მიხედვით ცხოვრების, საკუთარი დაცემული ნებისა და გონების დაყოლის, ღმერთის მსახურების უგულებელყოფისა და მიტოვების გამო. როდესაც უგრძნობელობა მტკიცედ დაიმკვიდრებს სულში და მის თვისებად იქცევა, მაშინ უკვე ეს სოფელი და სოფლისმპყრობელნი მას საკუთარ ბეჭედსაც ადებენ: ბეჭედი კი ნიშნავს კაცის სულიერ კავშირს დაცემულ სულებთან და ამ სულთა გავლენისადმი საკუთარი ნების დამორჩილებას.