
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
წყარო:
კრებული [გვ. 39]
ყოველი, ვინც საკუთარი სულის მიუკერძოებელსა და საფუძვლიან გამოკვლევას მოისურვებს, დაინახავს მასში
ყოველი, ვინც საკუთარი სულის მიუკერძოებელსა და საფუძვლიან გამოკვლევას მოისურვებს, დაინახავს მასში უგრძნობელობის სენს, დაინახავს, მთელ მის სიმძიმესა და სერიოზულობას და აღიარებს, რომ ეს სენი არის სულის სიკვდილის ნიშანი და გამოვლინება. ნახეთ, რა მოწყენა გვეუფლება, როგორც კი წმ. წერილის კითხვას დავაპირებთ! რა გაუგებარი, უმნიშვნელო, უცნაური გვეჩვენება წაკითხული! როგორ ვცდილობთ, მალე გავთავისუფლდეთ ამ საქმისგან! რატომ? იმიტომ, რომ არ თანავუგრძნობთ წმ. წერილს.