ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
გადარჩენა
ვისაც გულწრფელად უნდა ცხოვნება, იგი ყოველივე იმას აკეთებს, რაც იმისთვისაა საჭირო. ვისაც გულწრფელად
ვისაც გულწრფელად უნდა ცხოვნება, იგი ყოველივე იმას აკეთებს, რაც იმისთვისაა საჭირო. ვისაც გულწრფელად სურს თავის ცხოვნება, იგი ყოველივეს უნდა აერიდოს, რაც დამაბრკოლებელია ამ საქმისათვის. შეხედე, ეუბნებოდა ოდესღაც მოციქული პავლე კორინთელებს, - სამარცხვინო სანახაობას (კორ. 9.25), რატომ ვერ დაითმენენ? ყოველივე იგი მოღვაწე, ყოველსავე უნდა ითმენდეს? ვასრულებთ ჩვენ განა მოციქულის ამ მოძღვრებას? ვერიდებით ჩვენ ყოველივე იმას, რაც დამაბრკოლებელია ჩვენი ცხოვნებისათვის? ჩვენ ვიცით, რომ ყოველივე, რაც მსოფლიოშია, ხორცთა და თვალთა გულისთქმაა და სიამაყე წარმავალი; ვისაც სოფელი უყვარს, მასში არ არის სიყვარული მამისა, ამბობს მოციქული იოანე, სახელდობრ: "ნუ გიყვარნ სოფელი ესე, ნუცა რაი არც, სოფლისა ამის; უკუეთუ ვისმე უყვარდეს სოფელი ისე, არა არს სიყვარული მამისა მისთანა" (I იოან. 2, 15-16). ჩვენ ვიცით, რომ ხორცსა და სისხლს არ შეუძლიან ცათა სასუფეველის დამკვიდრება, ვინაიდან კანონი ხორცისა და სისხლისა ყველაფერში წინააღმდეგია სულის კანონისა: რომ სიამოვნება ხორცისა მხოლოდ ცოდვის ტყვეობაში ყოფნაა. "ჯვარს ვაცმევთ ქრისტესათა ხორცთა მათ ჩვენთა ვნებითორთ და გულისთქმით". მიწერს წმ. მოციქული გალატელ ქრისტიანებს (გალატ. 5, 24). ვინც ამას აკეთებს იგი არამარტო არ წუხს ეკლესიის მიერ დადგენილი დათმენის წესებით არამედ კიდევ მეტად ავრცელებს მათ გავლენას ყოველგვარ ხორციელ მის მოთხოვნილებაზე. გარნა მხოლოდ დათმენით ცხოვრებას მივყავართ ჩვენ მყუდრო თავშესაფარამდე. ქვეყნიდან ზეცამდე, სიკვდილიდან მარადიულ სიცოცხლემდე.
|