ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
გადარჩენა
რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინება (გადარჩენა), წარიწყმიდოს იგი და რომელმან წარიწყმიდოს
რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინება (გადარჩენა), წარიწყმიდოს იგი და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი (მარკ. 8, 35).
მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! ეს სახარების სიტყვები ყველასათვის რომ ნათელყოფილი იქმნეს გასაგები, აგრეთვე არ შეუსუსტდეს თქვენი ბრძოლა თავისი თავის წინააღმდეგ და სრული მხნეობა გამოიჩინოთ, მე თქვენ განგიმატვავთ, თუ რანაირად არის შესაძლებელი საკუთარი სულის წარწყმედით, სინამდვილეში არა მისი დაღუპვა, არამედ ცხოვნება და საუკუნო ნეტარების მოპოვება. ეს კი გასაგები თქვენთვის მაშინ იქნება, როდესაც კარგად წარმოიდგენთ, თუ რა მოხდა ჩვენი წინაპართა დაცემის დროს. ვინაიდან იქ ჩაეყარა თავდაპირველად საფუძველი საკუთარი თავისადმი ასეთ გაუგებარ ჩვენს მოქმედებას. წმ. მაკარი ეგვიპტელი თავის საუბრებში ხშირად მიმართავდა ამ საგანს და სხვადასხვა შედარებით ცდილობს შექმნას იგი ჩვენთვის გასაგები. ის ამბობს, რომ პირველყოფილ მდგომარეობაში ადამიანი წმიდა იყო, სრულქმნილი და ყველა სათნოებით შემკული და დაჯილდოებული. ამის გამო მასში ბრწყინავდა ღვთის ხატება და მსაგვესა. მაგრამ, როდესაც იგი ეშმაკის ჩაგონებას გაემორჩილა და დაარღვია მცნება უფლისა, მაშინ მასში შევიდა და დამკვიდრდა სხვა ყველაფერში პირველის მოწინააღმდეგე ადამიანი. ამრიგად, დაეუფლა რა პირველს უკანასკნელი, ისე დახურა და დაფარა მისით იგი, ვით ასო ასოთი, ასე რომ, ერთი მის შესაბამის მეორე ასოს დაემთხვა. პირველი იგი ადამიანი უჩინარი შეიქნა, ჩანდა მხოლოდ ეს ერთი მოსული, - გარეშე ადამიანი ყველაფერში პირველის მოპირდაპირე: ვნებიანი, არაწმიდა, ღვთისმბძოლი, მოშურნე, ძმათმოძულე, ყოველი უსამართლობით აღსავსე და სხვა. ასე გაორდა ადამიანი; ნამდვილი ადამიანი არის კაცის ის ბუნება, რომელიც გამოვიდა შემოქმედის ხელიდან; ეს მოსული, არაწმინდა და ვნებიანი არ არის ადამიანი, არამედ ადამიანის მხოლოდ აჩრდილია. ის არ ცხოვრობს, მხოლოდ სიცოცხლის აჩრდილს წარმოადგენს, სინამდვილეში კი მკვდარია ჭეშმარიტი ადამიანის მნიშვნელობით. აქიდან ჩანს, რომ ჩვენ უნდა დავმდგარიყავით პირველის მხარეზე, პირველყოფილი ადამიანის, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ჩვენ არ ვიცით, თუ რა მოხდა ჩვენში წინაოართა დაცემის დროს, რომ ჩვენ ჩამოვცილდით ჭეშმარიტ ადამიანს და დავადექით მოსულ ვნებიანი ადამიანის გზას და იმდენად, რომ მხოლოდ მას ერთს ვუყურებთ და ვთვლით საკუთარ თავად. როდესაც, მაგალითად, ვინმე გამწყრალია და წყრომის ჩაგონებით ილაშქრებს ვინმეს წინააღმდეგ, მაშინ გრძნობს, რომ თითქოს იგი აღემართება საკუთარი თავდაცვისათვის; სინამდვილეში, არც წყრომა, არც სხვა რამე ვნება არ შეადგენს ჭეშმარიტ ადამიანის ბუნებას. ეს ყოველივე მოსულია, უცხო და მტრულია ჩვენთვის, - ჩვენი დამღუპველია. აი, სწორედ ამ ვნებიანი კაცის დაღუპვას მოითხოვს ჩვენგან უფალი! რომელსა უნდა სულისა თვისისა განრინება, ე.ი. იმ სულისა, რომელიც შეპყრობილია, დაფარულია ამ მოსული ადამიანით, ანუ მოსული ვნბიანი სულით. ვფიქრობთ, რომ ახლა თქვენთვის ცხადი უნდა იყოს და ნათელი, თუ რას ნიშნავს წარიწყმიდოს სული თვისი, რომ აცხოვნოს იგი, და რატომ სხვანაირად არ შეიძლება ამ ცხოვნების მოწყობა, თუ არა თვისი თავის წარყმედით. ეს მინდოდა მხოლოდ განმემარტებინა თქვენთვის დღეს, მორწმუნენო, იმ შემთხვევისათვის, თუ რომ მტერი დაიწყებდა ტკბილი სიტყვებით თქვენს ჩაგონებას და ცდუნებას: თუ რატომ იტანჯავათ თავისთავს, რატომ ყველაფერში უარს უყოფთ მას, რატომ ღუპავთ? - თქვენ მისთვის გეპასუხებინათ: არა თავისთავს ვტანჯავთ ჩვენ, არამედ შენ გტანჯავთ, არა თავისთავს ვიღუპავთ, არამედ შენა გცემთ სიკვდილის თავზარს, მაცდურ მტერსა და ჩვენს დამღუპველს.
მაშ, საყვარელნო, ნათქვამს დასკვნის სახით დავძენთ და დავამთავრებთ მოციქული პავლეს სიტყვებით: "მიიცვალენით", მაგრამ ისე, რომ სიკვდილისაგან თქვენ გარდაიცვალოთ ცხოვრებად" (I იოან. 3, 14), და ცხოვრება ესე დაფარულ არს ქრისტეს მიერ ღვთისაგან. ამინ.

|