
ავტორი:
ილია II
ცოლქმრული სიყვარული ფრიად მორალურია. მასზე ღვთის ლოცვა-კურთხევაა, იგი სულიერად ამაღლებს ცოლ-ქმარს,
ცოლქმრული სიყვარული ფრიად მორალურია. მასზე ღვთის ლოცვა-კურთხევაა, იგი სულიერად ამაღლებს ცოლ-ქმარს, აძლიერებს მათში ურთიერთსწრაფვას. ცოლქმრული სიყვარული მშვენიერია სიჭაბუკის წლებში, მაგრამ არანაკლებ მშვენიერია და საინტერესო ხანდაზმულობაში. ასეთ სიყვარულს ახასიათებს თავგანწირვა. შეიძლება მოვიტანოთ უამრავი მაგალითი, როდესაც ადამიანები დღეებსა და ღამეებს ატარებენ ავადმყოფი ქმრების, ცოლების თუ შვილების სარეცელთან, როცა ისინი ოფლს ღვრიან საყვარელი ადამიანების ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი მშობლებია.