
ავტორი:
ილია II
სიტყვა სინანული არა მარტო საკუთარი ცოდვების შეგნებას ნიშნავს, არამედ თვითშეგნების გარდაქმნასაც,
სიტყვა სინანული არა მარტო საკუთარი ცოდვების შეგნებას ნიშნავს, არამედ თვითშეგნების გარდაქმნასაც, როდესაც პიროვნება ღმრთისადმი, მოყვასისადმი, თვით თავისი თავისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების ახლებურად გააზრებას იწყებს. ასეთი ადამიანი გრძნობს თავის სისუსტეს და, ამასთან ერთად, ეძებს გზას ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ღირსი მამა ისააკ ასური ამბობს: ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს უძლურებასა თვისსა, რამეთუ ცოდნა ესე ხდება მისთვის საფუძველი და საწყისი ყოველივე კეთილწარმატებისა (ისააკ ასური, 61-ე სიტყვა).