
ავტორი:
ილია II
თემა:
მრისხანება
უკეთური, მრისხანე ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს, შემდეგ კი სხვებს. რისხვა უარყოფითად
უკეთური, მრისხანე ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს, შემდეგ კი სხვებს. რისხვა უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, გულზე, ნერვიულ სისტემასა და საერთოდ მთელ ორგანიზმზე. ღირსი მამა იოანე კასიანე მრისხანებას სასიკვდილო შხამს უწოდებს. მძვინვარე კაცი ვეღარ საზღვრავს; მან შეიძლება შეურაცხყოს სუსტი, დაამციროს, გაანაწყენოს უძლური, შეიძლება ისეთი საქციელი ჩაიდინოს, სულს მოუშუშებელ ჭრილობად რომ დარჩება სიცოცხლის ბოლომდე.