ილია II
ავტორი: ილია II
თემა: ზიარება

რა არის ზიარება და რატომაა იგი აუცილებელი? წმ. ზიარება თვით უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა საიდუმლო

რა არის ზიარება და რატომაა იგი აუცილებელი? წმ. ზიარება თვით უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა საიდუმლო სერობისას. წმ. მოციქულის, ლუკას, სახარებაში ვკითხულობთ: იესო ქრისტემ მოიღო პური, ჰმადლობდა, და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთვის მიცემული, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი - ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული (ლუკა, 22,19-20).
    ღვთის ხორცად და სისხლად გარდაქმნილი პურითა და ღვინით პირველად მოციქულნი ეზიარნენ. უფლის ხორცისა და სისხლის მიღებისას მაცხოვარი მაუთითებს, რომ ადამიანისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხორციელ პურზე ზრუნვა, მისთვის აუცილებელია სულიერი საზრდელი, რომელიც მას შემოქმედთან დააკავშირებს, ხელს შეუწყობს მისი სულის ზეაღსვლას მიწიდან ზეციურ ეკლესიასთან შეერთებისათვის.
თემატური კითხვები
0