
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
განათლება ცოდნა
ვერც სწავლა-მეცნიერება, ვერც ღვთისმეტყველება, ვერც ხელმწიფობა და ვერც პატრიარქობა კაცის ზნეობრივ
ვერც სწავლა-მეცნიერება, ვერც ღვთისმეტყველება, ვერც ხელმწიფობა და ვერც პატრიარქობა კაცის ზნეობრივ სულიერ განათლებას თავით თვისით ვერ შეადგენს. თუ ადამიანმა თავის მნებლობით არ შეათანხმა წოდებისდაგვარ სულიერი ძალები. მაგალითად, სწავლადამთავრებულმა კაცმა იცის, რომ განათლებული სინდისი ზიზღს უცხადებს სიბოროტეს და ხედავს, რომ განათლება ზნეობრივად ღმერთ-კაცობაა, მაგრამ ზოგიერტმა შეიყვარა ლოთობა, არაწმიდება და ღალატ-გამცემლობა და მას შინა მონა ქმნილმა დასთრგუნა სწავლის შედეგი განათლება. თანასწორად ამისა სასულიერო პირებმაც იციან თავიანთი პირობა და ღირსების საზნეობო განათლება, მაგრამ მრავალნი ჭურ ეშმაკისად გამოჩნდნენ ისტორიაში ბოროტ ცხოვრებით. ამრიგად, განათლება მნებლობით სუფევს და მიმდინარეობს, რომლის შეწყნარება თუ უარყოფა თავისუფალ ადამიანის ნებლობის საქმეა და არა თვით თვისით შედეგთა გავლენაზეა დამოკიდებული. სწავლა-მეცნიერება თვით თვისით ვერ განაკეთილშობილებს ადამიანს, ვისაც აფრთოვანებს განათლების მიღება და ეტრფის იმას, რომ განათლების ღვთაებრივ შარავანდედით გამოჩნდეს მნათოობად მამულისა პირველად მან უნდა გამოიჩინოს ძლევა თავის თავზე, თავის ბოროტ თვისებების შებრძოლებით და სულიერ ძალების განმტკიცებით, სწავლა-მეცნიერება შეერთებულად ზნეობრივ აღზრდილობასთან შეიქმს ადამაინს სასახელო და მამულის სასიქადულო განათლებულ პიროვნებად.
|