ავტორი:
ილია II
თემა:
სიძულვილი, კეთილი საქმეები, მოწყალება, ქველმოქმედება, განკითხვა, ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, მცნებები, მცნებათა დაცვა, ქურდობა
თუ ამას ჰყოფთ, არა შორსა ხართ სასუფეველსა
თუ ამას ჰყოფთ, არა შორსა ხართ სასუფეველსა
ერთხელ იოანე კიბისაღმწერელთან მივიდნენ გლეხები და დაიწყეს ჩივილი, ძნელიაო სულის ცხონება, ოჯახური და ყოფითი საზრუნავი ბევრი გვაქვსო - იმართლებდნენ თავს. წმიდა მოღვაწემ მიუგო: "რაოდენცა შესძლებთ კეთილ საქმეთა ქმნას, ქმენით, ნუ იტყვით ძვირსა ძმისასა, ნუ იპარავთ, ნუ ცრუობთ, ნუ განდიდდებით, ნუ გძულთ ვინმე, საეკლესიო ღვთისმსახურებას ნუ მოსწყდებით, განიკითხეთ გლახაკი, ნუ ვის აცდუნებთ, დაიცევით სიწმიდე ოჯახისა... და თუ ყოველსა ამას ესევითარ ჰყოფთ, არა შორსა ხართ სასუფეველსა ცათასა" (იოანე კიბისაღმწერელი, კიბე, 1851, გვ.11).