
ავტორი:
ილია II
თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა, სიყვარული მოყვასისადმი, სათნოებები, განკითხვა, რწმენა, ღმერთი
ნამდვილი ქრისტიანის მთელი მოღვაწეობა განსახიერებაა ჭეშმარიტი სიყვარულისა და სათნოებისა, რადგანაც იგი გრძნობს, რომ უფალი უსაზღვროდ მოსიყვარულე, მოწყალე და ცოდვათა მიმტევებელია. სწორედ ამგვარი რწმენა აძლევს პიროვნებას ძალას, თვითონაც აპატიოს და დაფაროს მოყვასის შეცოდებანი და განწმედის კიბეზე ამაღლებულმა თქვას: "მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა".