წმ. ალექსი ბერი

განსაცდელი მრავალგვარია და ამისთვის ვიტყვი აქ, კერძოდ, შინაგანზედ, რამეთუ რაც უნდა აღშფოთდე და

განსაცდელი მრავალგვარია და ამისთვის ვიტყვი აქ, კერძოდ, შინაგანზედ, რამეთუ რაც უნდა აღშფოთდე და დაბნელდეს გონების შენის მხედველობა და ფრიადცა საშიშმა მდგომარეობამ გარე მოგიცვას შენ, მაინც უცხო და საკვირველი არა არს რა და ნუ შეშინდები, ნურცა სიმხნეს დაკარგავ, როცა შიში, ძრწოლა და სიბნელე ერთად გეკვეთოს (შეგემთხვეს), რამეთუ ერედ ჯერ არს ყოველივე ღვთისა მიერ განსწავლებად შენდა. მიხედე დიდსა მას წინასწარმეტყველსა დავითს, თუ რასა იტყვის. რამეთუ რომელი იგი ამბობდა: "არა შემეშინოს მე ბოროტისაგან"-ო, მანვე სთქვა: "შიში და ძრწოლა მომიხდა მე, და დამფარა მე ბნელმან". აი ვითარი ცვლილებით იტანჯებოდა დავით, ვითარმედ ოდეს ღვთის ფარვა იყო მის ზედა, მაშინ არა ეშინოდა, ხოლო ოდეს მცირედრე აიღო ფარვა და დაუტევა განსწავლებად, მაშინ შეეშინა და ფრიად ძრწოდა.
 
თემატური კითხვები
0