წმ. ალექსი ბერი

გარნა ნუვინ გონებთ, რომ ესრეთი ღვთის სიბრძნის განგებული ჭირი და ტანჯვა იყოს ნიშანი სიძულვილისა და

გარნა ნუვინ გონებთ, რომ ესრეთი ღვთის სიბრძნის განგებული ჭირი და ტანჯვა იყოს ნიშანი სიძულვილისა და განგდებისა; არა, არამედ უმეტესად ღვთის სიყვარულის უმაღლესი განგებულებაა, ვითარცა წერილ არს: "შვილი, რომელი უყვარს უფალსა, სწავლის და სტანჯვის". თუმცა სიტყვა ესე პირველად დიდად ეუცხოება კაცს და მწარედ მოეჩვენება, გარნა იგი არის მიუცილებელი დადგენილება ჩვენი სულის მომავალი კეთილ ცხოვრებისათვის მით, რომ საცოდავი კაცობრიობა მარადის მსურველია ფუფუნებისა და მოყვარულია ცოდვებისა, რომელსაც ყოვლადვე სძულს ჭირი და ტანჯვა, მაგრამ ღმერთმა, ყოვლად ბრძენმა, რომელიც ხედავს და განაგებს ჩვენთვის უმჯობესსა სიყვარულითა მამობრივითა, რათა არა მიეცენ ძენი მისნი საუკუნო წაწყმედას, მის მიერ მინიჭებული თავისუფლების საღვთოდ მოუხმარებლობითა, ამისთვის ინება დროებითი ესე ჩვენი შეწუხება განსწავლა მცირე ჟამის სასჯელითა: "შვილი, რომელი უყვარს უფალსა, სწავლის და სტანჯის". თუ გონიერად განსჯი, საყვარელო ძმაო და შეადარებ წუთისა ამის ტანჯვითა საუკუნოდ დაუსრულებელი სასჯელისაგან განრინებას, მაშინ არა თუ დაემდურები ღმერთსა შენზედ რაიმე სასჯელის მოვლინებით, არამედ ჭეშმარიტად, კიდევ პირიქით, მადლობას შესწირავ და სიხარულსაც იგძნობ იმ უკვდავი სოფლის ბედნიერების ხედვით, თუ რომ ღრმად განჭვრეტ დაუსრულებლობის სიხარულსა, თანვე ამგვარი განსჯით, ე.ი. იმ ზეციური ცხოვრების წარმოდგენით არარად მიიჩნევ ამ შენს მცირე ჟამის ტანჯვას, რადგან ეს არის შენი საუკუნო ტანჯვის განსარინებელი და ნეტარეული სიხარულის მომნიჭებელი.
 
თემატური კითხვები
0