ილია II
ავტორი: ილია II

მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ

მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ (იოანე 8,12) - ბრძანებს მაცხოვარი.

    საოცარი სიტყვებია. ისინი მიუთითებენ იესო ქრისტეს მხოლოობასა და განუმეორებლობაზე, მის ძალაუფლებაზე ქვეყანასა ზედა. ამგვარად თქმა არ შეეძლო და არც შეუძლია წინასწარმეტყველს, მოციქულს, ფილოსოფოსს, მეცნიერს, არც სხვა ვინმეს კაცთაგანს, ასე მხოლოდ ღმერთკაცი ზრახავს. „ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად“. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი ნათელ არს (I იოანე, 1,5).

    იესო ქრისტე არა მსგავს არს ნათლისა, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარვდების; იგი ნათელია დაუსრულებელი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმძლეველი, ნათელი რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია (იოანე 1,5).

თემატური კითხვები
0