
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: საშინელი სამსჯამრო
სწავლა ჟთ. საშინელისა მისთვის სასჯელისა.
გულის-ხმა ვჰყოთ, ჰოი საყვარელნო, რამეთუ ყოველთავე წარდგომა გვიქმს წინაშე საშინელსა საყდარსა ქრისტესსა, და სიტყვის მიცემაი საქმეთა ჩვენთათვის. გამოვისახოთ გონებათა ჩვენთა იგი სამსჯავროი, ვითარმცა აწ მოწევნულ არს და სიტყვის-გება თანა გვაძს. შევედინღა კაცად-კაცადი გონებასა თვისსა და შემოიღენ შორის ყოველივე, რომელიცა მუნ გამოჩინებად არს? არა შეძრწუნდითაა თითოეული, არა განცვიფრდითა? მე მოვიხსენე და ძრწოლა შევედვა, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემთანა. ხოლო უკეთუ აწ ხსენებია ოდენ შევძრწუნდით, რაიმე ვჰყოთ? ოდეს ჭეშმარიტად მოიწიოს, ოდეს ყოველნივე ადამიანნი ერთად შეკრბენ, ოდეს ანგელოსთ მთავარნი განწყობილ იყუნენ, ოდეს საყვირთა მათ საშინელთა სცემდენ და მკვდარნი აღსდგებოდენ. რომელნიმე აღიტაცებოდენ ღრუბლითა და რომელნიმე დაშთებოდენ და მდინარე ცეცხლისა სდიოდეს, ვითარცა პეტრე მოციქული იტყვის: "ცანი, მძაფრიად წარხდენ, და წესნი იგი დაიწვენ და დაზულენ, და ქვეყანა და მას შინა საქმენი დაიწუნენ". მაშინ მეუფე ყოველთა და ღმერთი იესო ქრისტე დიდებითა დიდითა დასჯდეს საყდართა მათ საშინელთა და შესაძრწუნებელთა. და მართალნი დასდგენ მარჯვენით მისსა და საწყალობელთა ცოდვილთა მარცხენითი იგი ნაწილი ხვდეს. და მერმე დასჯილნი წარივლინნეს ცეცხლად საუკუნოდ. ვაიმე! ვაიმე! დაღაცა თუმცა ცეცხლად არა მივივლინებოდეთ: ესე მებრ, რომელ ესოდენისა მის დიდებისა და ბრწყინვალებისაგან განცვივნეთ შეურაცხად! რაზომ დიდი და მწარე სატანჯველი არს? ხოლო ოდეს ამას ყოველსა ზედა, ბნელსაცა მივეცემოდეთ გარესკნელსა, და ღრჭენასა კბილთასა, და საკრველთა განუხსნელთა, და მატლსა დაუძინებელსა, და ცეცხლსა დაუშრეტელსა, და ჭირსა მიუთხრობელსა?! ვაიმე! ვაიმე! რაი ვჰყოთ, ოდეს ენანი ჩვენნი შეიწვებოდენ, ვითარცა მდიდრისა მის? ვჰგოდებდეთ და არავინ ისმენდეს, სულთ-ვითქმიდეთ და ვიღრჭენდეთ კბილთა, და არავინ მოგვხედვიდეს, აქა და იქი ვიხედვიდეთ და ნუგეშინის ცემაი არა სადა იყოს! ჰოი გლახაკთა და საწყალობელთა, რომელნი ამას ჭირსა მივეცნეთ. აჰა, საყვარელნო, გევედრები, და გლოცავ, პირველ დღისი მის მოწევნადმდე შევიწყალნეთ სულნი ჩვენნი. რამეთუ აწ გვაქვს ჟამი სინანულისა, დავსცხრეთ ცოდვისაგან და ვიქმოდეთ სათნოებასა. მოვიძულოთ ანგარებაი და შევიყვაროთ მოწყალებაი, ვისმინნეთ ხანი გლახაკთანი, რათა შესმენილ იქმნნეს ვედრებანიცა ჩვენნი წინაშე ღვთისა. და ნუ უგულებელს-ვჰყოფთ ქვრივთა და ობოლთა. რათა არცა ჩვენ უგულებელს-ვიქმნეთ მსაჯულისა მიერ მართლისა და, ესრეთ აქა სათნოებითა შემკობილნი, მუნ წარმოუდგეთ გვირგვინითა ბრწყინვალითა წინაშე საყდარსა ქრისტესა და გვესმას ხმა მისი ტკბილი და ყოვლად საწადელი, ვითარმედ: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი", რომლისა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი