ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
საშინელი სამსჯამრო
უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება აურაცხელი ბრალდებულის სახით. მსაჯულის ძე ღვთის წინაშე
უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება აურაცხელი ბრალდებულის სახით. მსაჯულის ძე ღვთის წინაშე შეიკრიბებიან გასასამართლებლად ყველა ხალხები, იმდენად მრავალი, რომ მათი აღრიცხვისათვის ადამიანთა ენაზე შესაფერი რიცხვი არც კი მოინახება. ამ ბრალდებულთა შორის იქნებიან ყველა ჩვენი მახლობელი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, ეს გარემოება კიდევ მეტად აძლიერებს ამ სამართალის ხასიათს, მას უფრო საშინელს, შემაძრწუნებელს ჰქმნის. უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება ცოდვათა ქმედების სიმრავლითაც. აქ მთელი ქვეყნის თვალწინ გადაიშლება მსოფლიო ცოდვების სანახაობის სურათი მთელი მისი სიშიშვლით, მთელი მისი საზიზღრობებით და დანაშაულებით. ჩვენ ხშირად მოვყავართ საშინებებაში და ძრწოლაში ერთ საშინელ დანაშაულსაც, მამის მკვლელობას, შვილის მკვლელობას, ცოლის მკვლელობას. მაშ, როგორი სანახაობა იქნება მისი საშინელებით, როდესაც მსოფლიო ღვთიურ სამსჯავროზე გამოცხადდება და გაშიშვლდება ყველა კაცობრიული სისასტიკე; სიმძლავრე, ულმობელობა, გულქვაობა, შესრულებული სხვადასხვა დროს ქვეყნის გაჩენიდან სხვადასხვა ხალხებს შორის!
|