ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
საშინელი სამსჯამრო
უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება მისი შედეგებითაც. ეს იქნება სამართალი გადამწყვეტი, საბოლოო.
უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება მისი შედეგებითაც. ეს იქნება სამართალი გადამწყვეტი, საბოლოო. მისი განაჩენი გადაჭრის ბედს თითოეული ადამიანისას სამუდამოდ. ის დახურავს სამარადისოდ კარებს ქრისტეს სასუფეველისას ცოდვილთათვის და გარდუვალ უფსკრულს გათხრის მათსა და მართალთა შორის. "წარვედით ჩემგან წყეულნო, ჯოჯოხეთსა მას საუკუნესა, რომელი განმაზდებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მათ. 25, 41). აი, რას ეტყვის უფალი, - ეს მიდგომელი მსაჯული, ცოდვილთ უკანასკნელ მის საშინელ სამსჯავროზე!
ვეცადოთ, საყვარელნო, რომ ღვთისადმი სარწმუნოებრივი საქმენით, სიყვარულით, მოკრძალებით, სიმდაბლით და სიწმინდით მოვიპოვოთ უფლება ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე მისი მარჯვენით დგომისა, და ზეციური მამის კურთხეულებთან ერთად ძე ღვთის ბაგენით საერთო სასიხარულო სიტყვების სმენისა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისაო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, განმზადებული თქვენთვის დასაბამიდან სოფლისა" (მათ. 25,24). ამინ.

|