ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
საშინელი სამსჯამრო
უკანასკნელი საერთო სამსჯავრო ჩვეულებრივად საშინელ სამსჯავროს სახელწოდებით არის ცნობილი. მართლაც არ
უკანასკნელი საერთო სამსჯავრო ჩვეულებრივად საშინელ სამსჯავროს სახელწოდებით არის ცნობილი. მართლაც არ შეიძლება იყოს სამართალი უფრო საშინელი ადამიანისათვის, როგორც უკანასკნელი მსოფლიო გასამართლება იქნება. უკანასკნელი სამსჯავრო საშინელი იქნება მსაჯულის სახით. კაცობრიული სამართალიც მით უფრო საშინელია ბრალდებულისათვის, რამდენად მსაჯული მისი მდგომარეობით, რამდენად ის გამჭრიახი და მიუდგომელია. მაგრამ რომელი სამართალი, თუნდაც ის მეფისა იყოს, შეედრება უკანასკნელ მსოფლიო სამართალს მსაჯულის სახით? აქ მსოფლიოს გამსამართლებლად თვით ძე ღვთისა მოვა, მეუფე ცათა და ქვეყანისა, მეუფე სიკვდილისა და სიცოცხლისა. განსჯის ყოვლისმცოდნე ღმერთი, რომლის წინაშე დაუფარავია არამარტო საქმენი, არამედ ყოველი აზრიც კი ადამიანისა, თითოეული დანაშაულებრივი საქმისათვის ის ღირსეულად მიაგებს ადამიანს, ან საუკუნო ნეტარებას, ან საუკუნო სასჯელს.
|