ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
საშინელი სამსჯამრო
ქრისტეს მიერ საყვარელნო! როგორც ღვთის სიტყვა გვასწავლის, ადამიანის სიკვდილის შემდეგ, მყისვე იწყება
ქრისტეს მიერ საყვარელნო! როგორც ღვთის სიტყვა გვასწავლის, ადამიანის სიკვდილის შემდეგ, მყისვე იწყება მისი ღვთიური განსჯა. გარნა იტყვის წმ. მოციქული: ვითარცა იგი წინა - უძს კაცთა ერთაზის სიკვდილი, და მისსა შემდგომად სასჯელი (ებრ. 9,27). მაგრამ ეს განსჯა საბოლოო არ არის, მხოლოდ დროებით განსაზღვრავს ადამიანის ხვედრს, მისი სიკვდილის შემდეგ, ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. საბოლოო განსჯა ყველასთვის მაშინ მოხდება, როდესაც ქრისტე მეორედ მოვა ქვეყანაზე განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა, და მის წინაშე წარსდგებიან ყველა მსოფლიო ხალხები, განურჩევლად რწმენისა. როდესაც მოვა ძე კაცისა დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოსნი მისნი მის თანა, მაშინ დასჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა; და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი (მათ. 25, 31, 32).
|