
ავტორი:
ილია II
სიყვარული მრავალგვარად განისაზღვრება. მის შესახებ მსჯელობენ ღვთისმეტყველნი, ფილოსოფოსნი, მწერლები,
სიყვარული მრავალგვარად განისაზღვრება. მის შესახებ მსჯელობენ ღვთისმეტყველნი, ფილოსოფოსნი, მწერლები, სოციოლოგები... ცნობილია, თუ როგორ ვლინდება იგი ჩვენში, გარემო სამყაროში, მაგრამ კითხვას: კონკრეტულად რა არის სიყვარული? - დღემდე ვერავინ გასცა პასუხი. ეს იმიტომ, რომ სიყვარული ღვთაებრივი წარმოშობისაა; იგიც ღმერთივით შეუცნობელი და გამოუთქმელია, ისეთივე დაუსაბამო და უსასრულოა, როგორც უფალი.