ილია II
ავტორი: ილია II

წონასწორობა ჩემსა და სხვას შორის

წონასწორობა ჩემსა და სხვას შორის

ჭეშმარიტი სამართალი შეიძლება იყოს მხოლოდ იქ, სადაც წონასწორობაა ჩემსა და სხვას შორის. ვექცევი თუ არა სხვას ისე, როგორც საკუთარ თავს. ეს კი გამოცდილებით ვიცით, რასაც ნიშნავს: იმის მიუხედავად, კარგია ჩვენი საქციელი თუ ავი, თავი მაინც გვიყვარს და შეცდომებსაც ადვილად ვპატიობთ.

სამართლიანობა მოითხოვს, ასეთივე დამოკიდებულება გვქონდეს სხვათა მიმართ. ეს არის ადამიანთა ურთიერთობის გაცილებით მაღალი და სრულყოფილი საფეხური, დაფუძნებული სიყვარულზე და მოწყალებაზე. იგი აღემატება სამართლიანობის მდაბალ სახეს, რომლის ნიღაბს ხშირად ისინი იფარებენ, რომელთაც არა აქვთ თანაგრძნობა და სიყვარული მოყვასისა და განიკითხავენ მათ.

თემატური კითხვები

წონასწორობა ჩემსა და სხვას შორის

2