ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
წყარო:
ღმერთი და ადამიანები [გვ. 90]
თემა:
ქრისტიანული ცხოვრება
ალექსანდრე მაკედონელს მოახსენეს, რომ ერთ-ერთი მეომარი უწესრიგოდ და უღირსად იქცეოდა.მეფემ მისი
ალექსანდრე მაკედონელს მოახსენეს, რომ ერთ-ერთი მეომარი უწესრიგოდ და უღირსად იქცეოდა.
მეფემ მისი მოყვანა ბრძანა. როდესაც მეომარი ალექსანდრე დიდის წინაშე წარსდგა, მეფემ ჰკითხა:
-რა გქვია შენ?
-ალექსანდრე, - უპასუხა მეომარმა.
ამის გამგონე მეფემ უყვირა:
-შეიცვალე სახელი, ან იცხოვრე ისე, როგორც ამ სახელს ეკადრება.
ყოველი ჩვენგანი ხომ ქრისტიანია, მაგრამ ვცხოვრობთ კი ისე, როგორც ამ სახელს შეჰფერის?
|
|