წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მწუხარება ვის არ განუცდია

მწუხარება ვის არ განუცდია

ათენელი ფილოსოფოსი დემონაკტე ესტუმრა მეგობარს, რომელსაც შვილი გარდაეცვალა და მის ცხედარს მწარედ დასტიროდა. უნუგეშოდ მყოფი მეგობარი რომ იხილა, დემონაკტემ უთხრა:
    - მე შემიძლია შენს შვილს სიცოცხლე დავუბრუნო, თუ აღასრულებ იმას, რასაც მოგთხოვ.
    მგლოვიარე მამამ აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა.
    - მომიძებნე ამ ქალაქში სამი ადამიანი, ვისაც არც ერთი ადამიანი არ დაუკარგავს, - უთხრა დემონაკტემ.
    მამა მიუხვდა მეგობარს, მან გაიაზრა, რომ სიკვდილი ყველას მიაკითხავს, რომ იგი მწუხარებაში მარტო არ არის და დამშვიდდა.
 
თემატური კითხვები
0