ავტორი:
ილია II
საპატრიარქოს რეზიდენციაში გვეწვივნენ თბილისის 126-ე საშუალო სკოლის მე-7 კლასელები. გაიმართა
საპატრიარქოს რეზიდენციაში გვეწვივნენ თბილისის 126-ე საშუალო სკოლის მე-7 კლასელები. გაიმართა საინტერესო საუბარი, რომელსაც ბავშვებთან ერთად პედაგოგები და მშობლებიც ესწრებოდნენ. მე მათ ვუამბე საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს შენობის ისტორიის შესახებ, ვუთხარი ისიც, რომ საპატრიარქოში გახსნილია უფასო სასადილო ხელმოკლე სტუდენტებისთვის, გაჭირვებული მარტოხელიბისა და მოხუცებისთვის. ბოლოს ვთხოვე მასწავლებლებს, რომ ამიერიდან აღარ დაეწერათ ორიანი მოსწავლეებისათვის და ბავშვებსაც, - რომ არ ჩაეგდოთ პედაგოგები უხერხულ მდგომარეობაში. ეს წინადადება სიხარულით მიიღო ორივე მხარემ.
სამი-ოთხი კვირის შემდეგ ისინი კვლავ მოვიდნენ ჩემთან და მოიტანეს შეგროვილი თანხა - ხუთასი მანეთი უფასო სასადილოსთვის.
ღირებული ეს ფული კი არ არის, არამედ სურვილი ბავშვებისა, მონაწილეობა მიეღოთ ღვთის სათნო საქმეში, რისთვისაც მათ მთელი დანაზოგი გაიღეს, შეიწიროს უფალმა მათი ქველმოქმედება და აკურთხოს ისინი.
ამ ქრისტიანულ საქციელში ჩანს პედაგოგთა კეთილი გავლენა.