
ავტორი:
ილია II
მსოფლიო ისტორიაში გამოჩენილი ადგილი უკავია ალექსანდრე მაკედონელს. მომავლის დიდი რწმენით იყო ეს
მსოფლიო ისტორიაში გამოჩენილი ადგილი უკავია ალექსანდრე მაკედონელს. მომავლის დიდი რწმენით იყო ეს გენიალური ადამიანი დაჯილდოებული. როდესაც ლაშქრობისთვის ემზადებოდა წესად ჰქონდა ქონების დარიგება. მეფური გულუხვობით გასცემდა თითქმის ყველაფერს რაც ჰქონდა. ერთხელ ერთმა ახლობელმა უთხრა: მეფეო, თქვენთვის აღარაფერია, რომ დაიტოვოთო. ალექსანდრემ უპასუხა: მე დამრჩა ყველაზე დიდი რამ - იმედი.