ილია II
ავტორი: ილია II

მოციქული პავლე მოკლედ იძლევა დარიგებას, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების წესი:დაე, უორგულო

მოციქული პავლე მოკლედ იძლევა დარიგებას, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების წესი:
    "დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას. გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს. გიხაროდეთ სასოებით, მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი. შეეწიეთ წმინდათა გასაჭირს: სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად. აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ. გიხაროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან. ერთმანეთის თანამოაზრენი იყავით; მაღლადმხედველობას ნუ კი სცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ; ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ყოველი კაცის წინაშე იზრუნეთ სიკეთისათვის... ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სიკეთით სძლიე ბოროტს" (რომ. 12,9-17,21).
0