
ავტორი:
ილია II
თემა: თავგანწირვა, სიყვარული მოყვასისადმი
1886 წლის 10 იანვარს ბისკაის ყურეში ძლიერი ქარიშხლის დროს დაიღუპა ინგლისური ხომალდი "ლონდონი", რომელზეც ორასზე მეტი კაცი იმყოფებოდა. ხომალდი ნელა იძირებოდა, მგზავრთა შორის ამტყდარ შფოთსა და ხმაურში ლოცვის სიტყვებიც გაისმოდა. ბოლო წუთებში, როცა ხომალდს უკანასკნელი ნავიც მოხსნეს, რათა რამდენიმე კაცი მაინც გადარჩენილიყო, საოცარი რამ მოხდა: ადამიანები ერთმანეთს ნავში ადგილს უთმობდნენ, მაგრამ ამას კიდევ უფრო საკვირველი ფაქტი მოჰყვა: ერთმა ქალმა, რომელიც ხომალდზე დარჩა და დასაღუპად იყო განწირული, პალტო გაიხადა და ნავში მყოფთ გადაუგდო სიტყვებით: მე ეს უკვე აღარ მჭირდება. ცივა, რომელიმე თქვენგანმა ჩაიცვასო. ამ ქალში იმის განცდამ, რომ თვითონ იღუპებოდა, ხოლო სხვა ცოცხალი რჩებოდა, შური ვერ აღძრა და მასში სასოწარკვეთილების ნაცვლად სიყვარულმა იმძლავრა (ე. ბერსიე, "რჩეული საუბრები"). ეს გასაოცარი და ამაღელვებელი გმირობა მუდამ იცოცხლებს, როგორც მაგალითი თავგანწირული სიყვარულისა; რა მშვენიერია ადამიანი და რა დიდ სულიერ სიმაღლეს შეუძლია მიაღწიოს მან!