ილია II - აღდგომა
ილია II
ავტორი: ილია II

თემა: აღდგომა

ჩვენ გვიხარია, რომ იძლია სიკვდილი და რომ მაცხოვრის სიკვდილითა და აღდგომით აღსრულდა დიდი საიდუმლო - გამოსყიდვა კაცთა მოდგმისა; გვიხარია, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია პავლე მოციქულთან ერთად გაიმეოროს სიტყვები: სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? (1 კორ. 15,55). ამიტომაც ვისმენთ ასეთი სიხარულით აღდგომის დიდი კანონის სიტყვებს: სიკვდილითა სიკვდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა უგალობთ (გალობა ზ. პასექისა).
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები