ავტორი:
ილია II
უფალო რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური? რომ მოინახულებ ყოველ დილით
უფალო "რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური? რომ მოინახულებ ყოველ დილით და გამოსცდი ყოველ წამს?" (იობი 7,17-18). ვინ არის იგი, რატომ ცხოვრობს დედამიწაზე და საით მიდის? - აი კითხვები, რომელნიც აუცილებლად შეგვახსენებენ თავს.
ზოგიერთს ჰგონია, რომ ისინი არსად არ მიდიან, და აქედან გამომდინარე, მათი სიცოცხლეც მიწიერ არსებობასთან ერთად ქრება. მათ შესახებ მოციქული იაკობი ასე ბრძანებს: "რა არის თქვენი სიცოცხლე? - კვამლი, რომელიც ცოტა ხანს ჩანს და მსწრაფლ განქარდება" (იაკ. 4,19).
ჩვენ კი, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვწამს, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად, ხოლო მსგავსებას უნდა მივაღწიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულით, სასოებით, კეთილზნეობით... და მოვიპოვოთ მარადიული ნეტარი ცხოვრება.