
ავტორი:
ილია II
თემა:
სიბრძნე
მეფე სოლომონი, ყველაზე ბრძენი ბიბლიური კაცი და მეფე, წერს: უფლის შიში ცოდნის სათავეა. სიბრძნე და
მეფე სოლომონი, ყველაზე ბრძენი ბიბლიური კაცი და მეფე, წერს: "უფლის შიში ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ" (იგავნი 1,7). "...უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და გონიერება... მაშინ მიხვდები რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე; თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს, რომ გიხსნას ბოროტის გზიდან" (იგავნი 2,6,9-12).