არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

ერთ ზამთარს, ძლიერი ყინვების დროს, დედებმა მთხოვეს, სასტუმრო ოთახში გადი, იქ სითბოაო და მეც

ერთ ზამთარს, ძლიერი ყინვების დროს, დედებმა მთხოვეს, სასტუმრო ოთახში გადი, იქ სითბოაო და მეც გადავედი. ვისვენებდი, როცა დემონების მთელი ჯგუფი თავზე დამადგა. ათნი თუ მეტნი იქნებოდნენ და - აი, ეს არის ჩვენი მტერიო, - ერთმანეთს ეუბნებოდნენ. ბრჭყალებით ცდილობდნენ თვალები ამოეჩიჩქნათ ჩემთვის. არც ხატი და არც ჯვარი არ მქონდა თAნ, მხოლოდ ლოცვით ვიგერიებდი. წამოვდექი და ჩემს კელიაში წამოვედი. წამომყვნენ, მაგრამ ვერ მეხებოდნენ. კელიაში შევედი და ვეღარ შემომყვნენ. აქ ღვთის მადლი მიცავს და ვერ შემოდიან.
 
თემატური კითხვები
0