ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
დაცემა
ასეთია ჩვენი დაცემული და უცნაური ბუნება: მას არ უყვარს, რომ მისი სისუსტის შეგნება გამოაჩინოს და
ასეთია ჩვენი დაცემული და უცნაური ბუნება: მას არ უყვარს, რომ მისი სისუსტის შეგნება გამოაჩინოს და გამოამჟღავნოს, და ყოველთვის საკუთარ ბრალს მის გარეშე ეძებს და თითქოს ხედავს. ამაყი ვერ ითმენს დამცირებას, და თუ სიამაყემ მიიყვანა იგი დაბალ, უგცარო მდგომარეობამდე, ამაში იგი სხვებს ადანაშაულებს, დიდობის მოყვარული დაუმსახურებელ პატივს ეძებს, და როდესაც მას ვერ აღწევს, სხვებზე ჯავრდება. შურიანს საკუთარი მისი შურიანობა ტანჯავს, არ ასვენებს და ა.შ. ამასობაში, ისინი რომ საკუთარი ვნებიდან თავისუფალნი იყვნენ, ბევრი საწყენისა და გულის ჯავრიდან განთავისუფლდებოდნენ, რომელშიაც მისივე ბრალით ვარდებიან. ამიტომაც არის ჩვემნთვის საჭირო და საჭირო და სასარგებლო მუდმივი ცთუნება, რომ იგი ამჟღავნებს ჩვენში დაბუდებულ უძლურებასა და სისუსტეს, რათა ჩვენ დავინახოთ, თუ რა იმალება ჩვენს გულში. როდესაც, მაგალითად, საწყენი რამ ჩვენი გულის სიღრმეს წვდება, მაშინ ერთი მეორის თანმიყოლით თავს იჩენენ მასში დაბუდებული ვნებანი: ვინც მშვიდი აჩანდა, იგი ფიცხი და ბრაზიანი ჩნდება, ვინც თავისთავს არა შურიანად რაცხავდა, არა დიდობის მოყვარულად, არა ამაყად, არა ვერცხლისმოყვარედ, იმაში შურიც მჟღავნდება, სიამაყეც, დიდობის მოყვარულობაც და სხვა. მხოლოდ ბედნიერია და ჭეშმარიტად დიადი ის, ვინც ასეთი მცირე ხთუნებით დაძლეული არ იქნება, პირიქით, თვით დაძლევს მას სიმშვიდით, მოთმინებით და სულგრძელებით. ადვილი როდია, საყვარელნო, თავისი თავის დაძლევა და მასში გამარჯვების მოპოვება. აქ ჩვენი გონიერების თვალი და ყური განუწყვეტლივ უნდა იქნეს მიპყრობილი ჩვენი ცოდვებისათვის ჯვარცმულ ქრისტეზე, რომელმაც განვლო მთელი გზა ადამიანური ცთუნებისა, და ჩვენ დაგვიტოვა მაგალითი მისაბაძად მისდა. შენ გაწყენინებენ, შეგავიწროებენ, შეურაცხგყოფენ, დევნას აგიტეხენ? მაგრამ რამდენი ასეთი დევნა, ტანჯვა-წამება, დამცირება და შეურაცხყოფა გადიტანა, დაითმინა შენი ცოდვებისათვის მხოლოდშობილმა ძემ ღვთისა? გაიხსენე ყოველივე ეს, ქრისტეანო, და იმსჯელე: განა ასე ადვილად და ასე მცირედით უნდა ვმსჯავრდებოდეთ და ვბრაზდებოდეთ ჩვენ ცოდვილნი თავის მოყვასზე, რომ საბოლოოდ არ ვაპატიოთ მაინც ჩვენთვის მოყენებული საწყენი და შეურაცხყოფა, როცა თვით უფალი დიდებისა, უკვე ჯვარცმული, ლოცულობდა მის ჯვარმცმელთათვის? ამინ.
|